ComCom-ის მედიააკადემიაში არჩევნების გაშუქების შესახებ ნინო შუბლაძის სემინარი ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი „როგორ აშუქებს ახალი ამბების რედაქცია არჩევნებს“ ჩატარდა. შეხვედრას „რუსთავი 2“-ის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი ნინო შუბლაძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს პოლიტიკური სიახლეების გაშუქების შესახებ საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი თემები როგორებიცაა არჩევნების გაშუქების სტრატეგია, ინფორმაციის...
ComCom-მა 5G ტექნოლოგიის დასანერგად აუქციონი გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის - 5G-ის დასანერგად აუქციონი უკვე მეორედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის...
ComCom-ის მედიალაბმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმი „ტექ-ტრეკი“ ჩატარდა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლიერებასა და ამ მიმართულებით, მათი წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ღონისძიების ძირითად თემებს ციფრული აქტივების დასაცავად უახლესი მეთოდები, მონაცემთა მართვის ინოვაციური სტრატეგიები და მონაცემთა შენახვისა თუ დამუშავების უსაფრთხო გზები წარმოადგენდა. „ტექ-ტრეკის“ ფარგლებში...
ComCom-მა აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან ერთად საზღვრისპირა სატელეკომუნიკაციო სერვისების მონიტორინგი ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს (MDDT) თანამშრომლებთან ერთად, ტელე-რადიო მაუწყებლობისა და მობილური საკომუნიკაციო ქსელების ერთობლივ საზღვრისპირა მონიტორინგში მიიღეს მონაწილეობა. მოგვიანებით, მხარეებს შორის, ქალაქ განჯაში გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც სასაზღვრო ზონის რადიოსადგურებისა და მობილური ოპერატორების ქსელების ეფექტიანად მუშაობის საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრაში...
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით დამატებით 280 მასწავლებელი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრები მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა და მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარეს, რომლებმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო რესურსები, კერძოდ, საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნეს. გადამზადების შემდეგ,...
ComCom-მა 10 მაუწყებელი საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“, „ალტ ინფო“, „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“, „მარნეული ტვ“, „მედია ცენტრი ღია აფხაზეთისათვის“, „მომავლის რეკლამა“, „იმპერია“, „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“, „მედ ეფემი“ და „მედია ჯგუფი“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. კოდექსის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული...
ComCom-მა ხობისა და აბაშის მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხობისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში განხილული იყო მედიაწიგნიერების როლი და მნიშვნელობა, ასევე, ინფორმირების, დარწმუნების, ფაქტის, მოსაზრებისა თუ ყალბი ინფორმაციის ტიპების გამიჯვნის მეთოდები,...
ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები სტარტაპერებისთვის პრაქტიკული ტრენინგი „იდეიდან პროდუქტამდე: შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა. შეხვედრას მეწარმე და Kernel-ის თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის საწყისი ეტაპის გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდების მიზნით, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა გუნდის შეკრება და ეფექტური მართვა, ძლიერი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება, გუნდში...
ComCom-მა „ბი ემ ჯი“-ს პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ბი ემ ჯი“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კერძოდ, ComCom-ის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია მელია გირჩი...
ComCom-მა „ტვ პირველის“ თანამშრომლებთან პროდუქტის განთავსების შესახებ შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ იურისტებთან, მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებსა და პროდიუსერებთან, გადაცემაში პროდუქტის განთავსების წესების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტელევიზიის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საკანონმდებლო ბაზისა და ComCom-ის მიერ შემუშავებული პროდუქტის განთავსების გაიდლაინების დეტალურ განხილვას დაეთმო. კონსულტაცია ქართულ სატელევიზიო სივრცეში პროდუქტის განთავსების...