ComCom-მა მაუწყებლებთან შინაარსობრივი რეგულირებისა და პროდუქტის განთავსების საკითხებზე მორიგი შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მაუწყებლებთან სამუშაო დიალოგს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკაში გრძელდება დარღვევები როგორც შინაარსობრივი რეგულირების, ისე ეთერში პროდუქტის განთავსების მიმართულებით. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ComCom-ის წევრებმა ანი ვაზაგაშვილმა და ივანე მახარაძემ მაუწყებლების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის აპრილში განხორციელებული ცვლილებები და მათ საფუძველზე...
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო...
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული...
ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 10,000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 10,000 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიამ, 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში, მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგადაც, „ფორმულას“ 17-საათიან ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა. კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები...
ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მონტენეგროში გამართულ ITU-EKIP-ის ევროპის რეგიონული მარეგულირებელი ფორუმის ფარგლებში, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, პარტნიორებთან შეხვედრები გამართეს. ფორუმის ღონისძიების გახსნის სესიის დროს კომუნიკაციების კომისიისა და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ComCom-ის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ და...
ComCom-ის თავმჯდომარემ კომისიის წევრთან ერთად ITU-EKIP 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში მიიღო...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, ComCom-ის წევრთან, ეკატერინე იმედაძესთან ერთად, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) მიერ ორგანიზებულ 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში (ITU-EKIP Regional Regulatory Forum for Europe 2026) მიიღო მონაწილეობა. ფორუმის გახსნის სესიის ფარგლებში ComCom-ის თავმჯდომარე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და კომუნიკაციების სექტორში...
ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის გუნდი რამდენიმე თემატურ სესიაში ჩაერთო და მცირე და საშუალო ტელეკომ კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები, სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევისა და რეგულირების...
ComCom-ის თავმჯდომარემ მედიაწიგნიერების განათლებაში ინტეგრირების პროცესი და შედეგები შეაჯამა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ანგარიშის წარდგენისას გოგა გულორდავამ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელსაც კომისია პარტნიორებთან ერთად...
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში მედიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მედიაგარემოში არსებულ გამოწვევებზე, მედიის შინაარსობრივ სტანდარტებსა და სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. გოგა გულორდავამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და, მისი თქმით, ამას მედიის მრავალფეროვნება და მაუწყებლების რაოდენობაც ადასტურებს. მისივე შეფასებით, ბოლო წლებში მედია ისეთი გამოწვევების წინაშე დგას,...
გოგა გულორდავამ პარლამენტში ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსურ კვლევაზე...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის 2025 წლის ეტაპი და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი,...
გოგა გულორდავამ პარლამენტს სახელმწიფო ინტერნეტიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის 2025 წლის შედეგები...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე ისაუბრა. გოგა გულორდავას თქმით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა Log-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ოპტიკური ინფრასტრუქტურის როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების გეოგრაფიული არეალი და მასშტაბი. „ოუფენ ნეტის“...
