გოგა გულორდავამ პარლამენტში ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსურ კვლევაზე...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის 2025 წლის ეტაპი და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა. ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი,...
გოგა გულორდავამ პარლამენტს სახელმწიფო ინტერნეტიზაციისა და ციფრული მხარდაჭერის პროგრამის 2025 წლის შედეგები...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ინტერნეტიზაციის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსა და ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შედეგებზე ისაუბრა. გოგა გულორდავას თქმით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა Log-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ოპტიკური ინფრასტრუქტურის როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების გეოგრაფიული არეალი და მასშტაბი. „ოუფენ ნეტის“...
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის განვითარებასა და მობილური მომსახურებების ხარისხის მონიტორინგზე გაამახვილა. გოგა გულორდავას განცხადებით,...
ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტში 2025 წელს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ტენდენციები...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სექტორებში 2025 წელს განვითარებული ტენდენციები მიმოიხილა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,855 მლნ ლარი...
ComCom-მა ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მესამედ გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ უკვე მესამედ აცხადებს. საქართველოს მასშტაბით სკოლებს საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ოლიმპიადაში სკოლის სახელით მონაწილეობა შეუძლიათ I-დან VIII და IX-დან XII კლასის მოსწავლეებისგან შემდგარ გუნდებს, რომელსაც ერთი მასწავლებელი უხელმძღვანელებს. გუნდებმა შემოქმედებითი...
მედიაწიგნიერების ოლიმპიადა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აცხადებს რიგით მესამე „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“. ნამუშევრები მიიღება 2026 წლის 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით. კონკურსი განკუთვნილია მასწავლებლისა და მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდებისათვის და ორ კატეგორიას (I-VIII და IX-XII კლასები) მოიცავს. მონაწილეებმა უნდა იმუშაონ აღნიშნული თემატიკის ირგვლივ - “მედიაწიგნიერება იწყება შენით - როგორ შევქმნათ სანდო და პასუხისმგებლიანი...
ComCom-ის წარმომადგენელმა BRAF-ის მე-13 წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თინათინ ჭაჭუკაშვილმა, მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის აუზის ქვეყნების მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ფორუმის (BRAF) მე-13 წლიურ შეხვედრაში, რომელიც ბულგარეთის ელექტრონული მედიის საბჭოსა (CEM) და BRAF-ის სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა. BRAF-ის მე-13 წლიური შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა წევრ სახელმწიფოებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ღონისძიების მთავარ თემაზე - „ხელოვნური...
კომუნიკაციების კომისიის 17 სექტემბრის საჯარო სხდომა 17:00 საათზე გაიმართება
ტექნიკური ხარვეზის გამო, კომუნიკაციების კომისიის 17 სექტემბრის საჯარო სხდომა 15:00 საათის ნაცვლად, 17:00 საათზე გაიმართება.
ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ნათია კუკულაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს იზაბელა კასტროჯოვანსა და UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს მაია ქურციკიძეს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, თანამედროვე საინფორმაციო გარემოში მედიაწიგნიერების უნარების მნიშვნელობა და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიმართულებით მიღწეული შედეგები განიხილეს....
ComCom-ის წარმომადგენელმა WTIS-26-ში მიიღო მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი ქავთარაძემ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს (BDT) და შვეიცარიის კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინდიკატორების რიგით 21-ე მსოფლიო სიმპოზიუმში (WTIS-26) მიიღო მონაწილეობა. ამასთან, ComCom-ის წარმომადგენელი ტელეკომუნიკაციებისა და ICT ინდიკატორების ექსპერტთა ჯგუფის (EGTI)...
