წვდომის მენიუ

ოქტომბერი 16, 2026 15:49

ComCom ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებულ პირებს კომპლექსური კვლევის პირველადი დოკუმენტის პრეზენტაციაზე იწვევს

21 ოქტომბერს, 11:00-ზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კვლევის ექსპერტებთან ერთად, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტრიზებულ პირებს სამუშაო შეხვედრაზე იწვევს. შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში მოკვლეული კიდევ ერთი ბაზრის პირველადი შედეგები წარედგინებათ.  

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, იურიდიული პირი აბონენტებისთვის არასტანდარტული პირობებით შეთავაზებული ინტერნეტ მომსახურებისა და ფიქსირებულ ლოკაციაზე მაღალი ხარისხის მომსახურებებზე დაშვების ბაზრებს იკვლევს. კვლევის შედეგად შემუშავებულია პირველადი დოკუმენტი, რომელიც ოპერატორებს წარედგინებათ.

ასევე, შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს კომპლექსური კვლევის ფარგლებში სხვა ბაზრებზე (IP ტრანზიტის, ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან - საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების და გამოყოფილი არხების - Trunk & Backhaul საბითუმო ბაზრები) მიმდინარე კვლევის შესახებ სტატუსს და შემდგომ ნაბიჯებს გააცნობენ.

შეხვედრაზე დასწრების მსურველმა ავტორიზებულმა პირებმა წარმომადგენლების სია 20 ოქტომბრამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე tmarghania@comcom.ge უნდა გამოგვიგზავნონ.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები