წვდომის მენიუ

ყველა სიახლე
სექტემბერი
09, 2024
10:23

ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა

სექტემბერი 09, 2024 10:23

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების საგნის სწავლებისთვის გადაამზადა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე,  მონაწილეებმა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც, საგნისთვის სილაბუსის შემუშავებას, სალექციო პროცესის წარმართვასა თუ არსებულ კურსებში მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირებას შეძლებენ. ორდღიან შეხვედრას...

სექტემბერი
06, 2024
16:49

ComCom-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო

სექტემბერი 06, 2024 16:49

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომისია 24 საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდება. რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე, მათ შორის „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხზე“ და „ტელეკომპანია პირველზე“, საუკეთესო დროს, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში...

სექტემბერი
05, 2024
15:18

ComCom-მა „აჭარასპორტ.ტვ“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო გააფრთხილა

სექტემბერი 05, 2024 15:18

კომუნიკაციების კომისიამ „აჭარასპორტ.ტვ“ წილების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისების გამო წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2024 წლის 3 მარტს განხორციელებულ ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც შეიცვალა „აჭარასპორტ.ტვ“-ს  ბენეფიციარი მესაკუთრის შუა რგოლი, კერძოდ, „აჭარასპორტ.ტვ“-ს 100%-იანი წილის მფლობელის „აჭარა ქომმის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება და კომპანიის პარტნიორი „სითი ლოფტის“ ნაცვლად 100%-იანი...

აგვისტო
30, 2024
10:41

კომპანიების ათეული, რომლებიც 2024 წლის II კვარტალში ტელევიზიებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ

აგვისტო 30, 2024 10:41

2024 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 17.9 მილიონი ლარი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“ „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს. 2024 წლის II...

აგვისტო
29, 2024
13:42

2024 წლის II კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი შემცირდა, რადიოების კი გაიზარდა

აგვისტო 29, 2024 13:42

2024 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავლები, 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.7%-ით შემცირდა და 20 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო, მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 17.9 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ტელევიზიებისთვის 2024 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 67.6%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 17.5% პროდუქტის...

აგვისტო
27, 2024
17:00

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა

აგვისტო 27, 2024 17:00

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით 85 მასწავლებელი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ ბიბილაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნო. გადამზადებული მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან შეძლებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის...

აგვისტო
22, 2024
16:14

ComCom-მა „ობიექტივი“ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელებისთვის გააფრთხილა

აგვისტო 22, 2024 16:14

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო ტელეკომპანია „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში მაუწყებელმა აღნიშნული ტიპის რეკლამები ეთერში მრავალჯერადად განათავსა. კერძოდ, ვიდეორგოლებში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და სხვა პირები საუბრობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა პენსიები, უცხოელებზე მიწის...

აგვისტო
16, 2024
12:13

ComCom-მა მაუწყებლებისთვის წინასაარჩევნო გაშუქებისას კანონის დაცვის მიზნით გზამკვლევი გამოაქვეყნა

აგვისტო 16, 2024 12:13

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას კანონმდებლობის დაცვის მიზნით, მაუწყებლებისთვის საარჩევნო საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით გზამკვლევი გამოაქვეყნა. გზამკვლევის მიზანია, მაუწყებლებისთვის მკაფიო და განჭვრეტადი გახადოს ის საკითხები, რომლებიც არჩევნების გაშუქებისას საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. გამოქვეყნებული დოკუმენტი საინფორმაციო-სარეკომენდაციო ხასიათისაა და მაუწყებლებს დაეხმარება მათი საქმიანობის...

აგვისტო
15, 2024
16:46

ComCom-მა პოლიტიკური რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებისთვის „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა,...

აგვისტო 15, 2024 16:46

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა, ხოლო „პოსტვ“ წერილობით გააფრთხილა. ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ივლისში მაუწყებლებმა ეთერში ვიდეორგოლები განათავსეს, რომლებიც პოლიტიკურ რეკლამას განეკუთვნებოდა, კერძოდ:  „მთავარი არხის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებში, ...

აგვისტო
14, 2024
15:10

ComCom-მა 80 მასწავლებელი ახალი სემესტრიდან მედიაწიგნიერების სწავლებისთვის გადაამზადა

აგვისტო 14, 2024 15:10

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით, მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი სასწავლო მოდულის გამოყენებით 80 მასწავლებელი გადაამზადა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან საგნის არჩევას შეძლებენ. შეხვედრებს მედიაწიგნიერების მკვლევარი და მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს ავტორი, ნატალია ინგოროყვა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტისა და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ შესახებ დეტალური...

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები