წვდომის მენიუ

ივლისი 20, 2026 10:13

Comcom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს

კომუნიკაციების კომისიის „მედიასკოლის სტუდიის“ პრაქტიკული 4-თვიანი კურსის მეოთხე ნაკადს 10 სერტიფიცირებული ჟურნალისტი ჰყავს. კურსდამთავრებულებმა მიიღეს უნიკალური შესაძლებლობა, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სრულიად უფასოდ დაუფლებოდნენ ჟურნალისტიკისთვის ყველა საჭირო ცოდნასა და უნარს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საინფორმაციო სამსახურში შეესწავლათ მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა და შეექმნათ მედიაპორტფელი. წარმატებულ კურსდამთავრებულებს  მედიასკოლა პოტენციურ დამსაქმებლებთან რეკომენდაციას გაუწევს. 

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტები, სპეციალურად მათთვის შექმნილ ნიუსრუმში ოთხი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ საინფორმაციო გამოშვების, სიუჟეტებისა და პოდკასტების მომზადებას; ოპერატორის ხელოვნებას;  მეტყველებასა და სატელევიზიო უნარ-ჩვევებს; ახალი ამბების მომზადებას ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებისთვის; ასევე, აუდიო მონტაჟს და ხმის რეჟისურას; არასაინფორმაციო სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაცემების მომზადებას; ტელემონტაჟს; ინტერვიუს მომზადებას; პროდიუსირებასა და წაყვანას. 

საგულისხმოა, რომ „მედიასკოლის სტუდიის“ წინა სამი ნაკადის კურსდამთავრებულთა 85% სხვადასხვა მედია ორგანიზაციაშია დასაქმებული. 

„მედიასკოლის სტუდიის“ კურსზე მოსახვედრად კანდიდატებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაიარეს, რომლის ფარგლებშიც საუკეთესო კანდიდატები წერითი ტესტირებითა და ზეპირი გასაუბრებით  შეირჩნენ. 

შეგახსენებთ, რომ ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“, ქვეყანაში მედია სტანდარტის ამაღლების მიზნით, ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს ცოდნისა და გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები