ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 135 მასწავლებელი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით დამატებით 135 მასწავლებელი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრებს მედიაწიგნიერების ექსპერტი, ნატალია ინგოროყვა და მედიაწიგნიერების ტრენერი, ხათუნა ციხელაშვილი გაუძღვნენ, რომლებმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნეს. გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ მე-10, მე-11 და მე-12...
ComCom-ის წარმომადგენლებმა ITU-ს ტელეკომუნიკაციების რიგით მე-19 მსოფლიო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე სიჭინავამ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ტელეკომუნიკაციების, ინფორმაციული და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდიკატორების რიგით მე-19 მსოფლიო სიმპოზიუმში (WTIS-24) მიიღეს მონაწილეობა. ამასთან, ComCom-ის წარმომადგენლები ტელეკომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდიკატორების (EGTI) ექსპერტთა ჯგუფის და შინამეურნეობების ინდიკატორების...
2024 წელს 227-მა საჯარო სკოლამ მედიაწიგნიერების საგნის სწავლება დაიწყო
2024 წელს, იმ საჯარო სკოლების რიცხვი, რომელთაც მედიაწიგნიერების, როგორც ცალკე არჩევითი საგნის სწავლება დაიწყეს, უპრეცედენტოდ გაიზარდა და 227 შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 227 სკოლიდან 91%-ს საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლები წარმოადგენენ. ეს მნიშვნელოვანი შედეგები 2022 წელს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ძალისხმევით დაწყებული „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“...
კახა ბექაური: ComCom-ის გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ეფუძნება კანონს და...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, საარჩევნო პერიოდში ქართული მედიასივრცის მონიტორინგის, საარჩევნო კამპანიების, უფასო პოლიტიკური რეკლამისა და ამ თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის შეფასების თუ გამოწვევების განხილვის მიზნით, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. შეხვედრის შემდგომ, კახა ბექაურმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც კომუნიკაციების კომისია იღებს, კანონს, სასამართლო გადაწყვეტილებას...
ComCom-მა და მედიალაბმა მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი გამოაცხადეს
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, იუნესკოს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მედიაწიგნიერების გარშემო არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების აღმოჩენის, ასევე ციფრული მედიის ინდუსტრიაში არსებული შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი გამოაცხადა. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად გუნდებს რეგისტრაციის გავლა 24 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. მედიაწიგნიერების ჰაკათონის წლევანდელი თემებია:...
ComCom-ის მედიააკადემიას ნანიკო ხაზარაძის მასტერკლასი დაემატა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ ონლაინ ლექციების კიდევ ერთი სერია დაემატა, რომლის ავტორი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძეა. მისი საავტორო ლექციები კი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას გასართობ ტელეინდუსტრიაში და გახდეს შემეცნებით-გასართობი გადაცემების წამყვანი. მასტერკლასის ფარგლებში, ნანიკო ხაზარაძე მსმენელს 35 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარებს თუ როგორ ტრანსფორმირდა შემეცნებით-გასართობი გადაცემები დროთა განმავლობაში, ასევე, რა...
ComCom-მა „პალიტრანიუსს“ და „ობიექტივს“ პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსებისთვის სამართალდარღვევის...
კომუნიკაციების კომისიამ „პალიტრანიუსი“ და „ობიექტივი“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ComCom-ის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „პალიტრანიუსმა“ კანონდარღვევით განათავსა პოლიტიკური გაერთიანებების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „გირჩის“, „ევროპელი დემოკრატებისა“ და...
ComCom-მა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი 11 მაუწყებლის წინააღმდეგ ნაწილობრივ...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიების: „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეიმედი“, „რუსთავი2“ („მედია ჰოლდინგი“), „სტუდია მაესტრო“, „პოსტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”, „სილქ მედია“ და „ილიონი“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული...
კახა ბექაური: „როდესაც მედია პოლიტიკურ სუბიექტს არ აძლევს უფლებას განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა, იქმნება...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, წინასაარჩევნო პერიოდში უფასო პოლიტიკური რეკლამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაუწყებლების მხრიდან, პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს როგორც საარჩევნო გარემოსთვის, ისე აღნიშნული სუბიექტისთვის, რაც მას წინასაარჩევნოდ არათანაბარ პირობებში აყენებს. „თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი მაუწყებლისგან მოთხოვნილი და კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის...
ComCom-მა „ბი ემ ჯის“ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის ოქმი შეუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონდარღვევით გაშუქების გამო, ტელეკომპანია „ბი ემ ჯის” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა 14 სექტემბერს საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქა. კერძოდ, კვლევის გამოქვეყნებისას ტელეკომპანიის მიერ დაირღვა საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გაშუქებისას...