კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდს სტანდარტების დაცვით საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“ და...
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მაუწყებლების თვისებრივ და რაოდენობრივ ანალიზს მოიცავს. მონიტორინგი 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე, საუკეთესო დროს, 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდა. თვისებრივი მონიტორინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, „ტელეიმედს“, ...
კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა მაუწყებელმა...
კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა. მაუწყებლები ვალდებულნი არიან მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა“, „სტუდია ...
კომუნიკაციების კომისიამ არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამის კანონდარღვევით განთავსებისთვის „რუსთავი 2“...
კომუნიკაციების კომისიამ მოქალაქეების საჩივარი დააკმაყოფილა და ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „ჯი-დი-ეს თი-ვი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო 2500-2500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლების მიერ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას. კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების ...
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 58,061.76 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის და წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროისა და გავრცელების წესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განთავსების გამო 58,061.76 ლარით დააჯარიმა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან. შესაბამისად, „მთავარ არხს“ პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ მეორე ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №16 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №16 მოსამზადებელი სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2020 წლის 03 დეკემბერი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია); შპს „ტაქსი + 600“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით ...
კომუნიკაციების კომისიამ ნოემბრის Comcom დაიჯესტი გამოაქვეყნა
კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას ნოემბრის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის შემაჯამებელი აქტივობებია შესული. რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისას და რომელ მაუწყებლებს შეუდგინა კომუნიკაციების კომისიამ სამართადარღვევის ოქმი, ასევე, როგორი ტენდენციით ხასიათდება და როგორი იყო სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები III კვარტალში - სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს დეტალური ...
შეტყობინება ტელეკომპანია „კავკასიას“
2020 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ ა(ი)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის საკითხს. შეტყობინება ქვეყნდება საჯაროდ.
შეტყობინება ა(ი)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“
2020 წლის 3 დეკემბერს 15:00 საათზე კომუნიკაციების კომისია საჯარო სხდომაზე განიხილავს ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ ა(ი)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის საკითხს. შეტყობინება ქვეყნდება საჯაროდ.
