კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა
კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა“ ეთერში არ განათავსა. ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ორი ფაქტორი დაასახელა, პირველი - რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ ...
დასრულებული: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი
კომუნიკაციების კომისია აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა - 1665 ლარი (დარიცხული) ანგარიშვალდებულება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის წინაშე სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები): კომისიაში დანერგილი ადამიანური ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №52 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №52 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2020 წლის 30 ოქტომბერი, 14:00 საათი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. კოტე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი).
წერილი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 185-ე მუხლის მე-18 ნაწილის თანახმად, კენჭისყრამდე 8 საათით ადრე და კენჭისყრის დღის 20 საათამდე, აკრძალულია საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული შეზღუდვა და კენჭისყრის დღეს უზრუნველყოთ კანონის მოთხოვნათა დაცვა.
კომუნიკაციების კომისიამ ITU-ს და ევროპის რეგიონის ფორუმის მონაწილეებს 5G-ის განვითარებასთან დაკავშირებით...
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) ევროპის რეგიონის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის თემა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა 5G-ის დანერგვის სტრატეგია, პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება. გარდა ITU-ს წევრი ქვეყნებისა, ფორუმში რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციაც მონაწილეობდა, მათ შორის, ევროკავშირის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანება (BEREC) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების ...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა პანდემიის...
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) ახალ პრეზიდენტს იაცეკ ოკოს და მის მოადგილეს კაროლ კრჟივიცკის შეხვდნენ. შეხვედრა covid 19 პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში შედგა. კაროლ კრჟივიცკი ამავდროულად 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) თავმჯდომარეობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და UKE პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და 5G ...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი
პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი ქ. თბილისი 2020 წლის 29 ოქტომბერი, 15:00 საათი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის N51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლია ვოტ - ადმინისტრაცია); ააიპ „ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - ...
პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის...
კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ტელეიმედს, ტელეკომპანია პირველს და მთავარ არხს ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 ...
