ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი | ComCom
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
ვაკანტური საშტატო ერთეულების რაოდენობა: 1
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება შეთანხმებით, თანამდებობისთვის გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება საფინანსო საბიუჯეტო ჯგუფის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- კომისიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა - მომავალი წლის ბიუჯეტის, მიმდინარე წლის პირველადი ბიუჯეტისა და კორექტირებული ბიუჯეტის მაჩვენებლებს შორის სხვაობების ანალიზი;
- საკასო მეთოდით ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური ანგარიშების მომზადება და შესრულების მაჩვენებლების გადახრების ანალიზი;
- დარიცხვის მეთოდით ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და გადახრების ანალიზი;
- რეგულირების საფასურის გადამხდელი სუბიექტების მიერ კომისიში წარმოდგენილი რეგულირების გადასახადის გაანგარიშების ფორმების (1.9 ფორმა) მონაცემების ყოველთვიურად შედარება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს (1.1 ფორმა) და მაუწყებლობის სფეროსa (1.5 ფორმა) სტატისტიკური ფორმების მონაცემებთან, სხვაობების მოკვლევა სუბიექტებთან კომუნიკაციის გზით. სხვაობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისიაში შემუშავებული წესით რეაგირება;
- წელიწადში ერთხელ, 1 დეკემბრიდან 3 თვის ვადაში, რეგულირების საფასურის გადამხდელი სუბიექტების მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე (https://reportal.ge/) წარდგენილი წლიური ფინანსური ანგარიშგების შემოსავლების მონაცემების შედარება, კომისიაში წარმოდგენილ რეგულირების საფასურის 1.9 ფორმის შემოსავლებთან და სხვაობების მოკვლევა რეგულირების გადამხდელ სუბიექტებთან კომუნიკაციის გზით. სხვაობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისიაში შემუშავებული წესით რეაგირება;
- არაავტორიზებადი სიხშირეების (1 წლიანი) ფლობის ვადის გასვლის შემდეგ, კომისიის მონიტორინგის სამსახურისთვის იმ სუბიექტთა სიის გადაცემა, რომელთაც განმეორებით არ მომართეს კომისიას სიხშირეებით სარგებლობის უფლების მოთხოვნოთ;
- ააიპ მედიააკადემიის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების შემოწმება და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების გადახრების ანალიზი;
- გარე აუდიტორული შემოწმების პერიოდში აუდიტორული კომპანიისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- საბუღალტრო პროგრამაში ბიუჯეტის გეგმის ასახვა;
- ბიუჯეტირების პროცესთან დაკავშირებული შიდა პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა;
- ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით კომისიაში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, მათემატიკის ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით
სასურველია:
- ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ტრენინგის წარმატებით გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი;
- ACCA-ის ფინანსური მიმართულების მოდულების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სამუშაო გამოცდილება: ფინანსების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება.
პროფესიული ცოდნა:
- ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) საფუძვლების ცოდნა;
- ბიუჯეტირების და ფინანსური დაგეგმვის პრინციპების ცოდნა;
- ფინანსური ანალიზის პრინციპების ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საფუძვლების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.
უცხო ენების ცოდნა:
სასურველია ინგლისური ენა - B1
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office - კარგი
- საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამის ცოდნა(სასურველია FMG SOFT).
კომპეტენცია და უნარები:
- მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტიანი მენბეჯმენტი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მათემატიკური უნარები;
- ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).
კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება;
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება
ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, განისაზღვროს შერჩევის დამატებითი ეტაპი.
საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 14 სექტემბრიდან 2026 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, 0144, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
