მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი | ComCom
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს კომისიის აპარატის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.
ვაკანტური საშტატო ერთეულების რაოდენობა: 1
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება შეთანხმებით, თანამდებობისთვის გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსს
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, საერთაშორისო პროექტებისა და კვლევების ანალიზი, აპრობირებული პროექტების იდენტიფიცირება და ინიცირება;
- შერჩეული პროექტების მართვა; საჭიროების შემთხვევაში, დეპარტამენტის მიმდინარე სხვა პროექტებში ჩართულობა;
- მედიაწიგნიერების პროექტებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, მონაცემთა ბაზის წარმოება, მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- მედიაწიგნიერების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- მედიაწიგნიერების ეროვნული ჰაბის განვითარების ხელშეწყობა - საინფორმაციო და საგანმანათლებლო სტატიების მომზადება;
- მედიაწიგნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, პერიოდულ გადახედვასა და განახლებაში მონაწილეობა, დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად;
- სხვადასხვა ტიპის ღონისძიების (სემინარები, ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები) ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში, ჩატარება;
- არასრულწლოვანთა ციფრული საფრთხეებისგან დაცვის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების/პროექტის დაგეგმვა, განხორციელება ან/და მონაწილეობა;
- მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებაში მონაწილეობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება განათლების ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (ჟურნალისტიკის, მედიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან/და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში).
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება, აქედან, სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მედიაწიგნიერების განვითარების ან პროექტების მართვის, საორგანიზაციო ან/და საკომუნიკაციო საქმიანობის მიმართულებით.
საკონკურსო თემატიკა:
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ გვერდი (იხ. ბმულზე: https://comcom.ge/ge/ );
- კომუნიკაციების კომისიიის მედიაწიგნიერების ეროვნული ჰაბი - https://mediatsigniereba.ge/
- კომუნიკაციების კომისიის სტრატეგია 2024-2026 (იხ. ბმულზე: https://comcom.ge/uploads/other/14/14722.pdf)
უცხო ენების ცოდნა:
ინგლისური ენა - B2
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპლექსური აზროვნება;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);
- ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არ ქონის შესახებ „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-11 მუხლის შესაბამისად (იხ. დანართი).
კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია:
ა) განაცხადების გადარჩევა;
ბ) შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება;
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება
ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, განისაზღვროს შერჩევის დამატებითი ეტაპი.
საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 26 აგვისტოდან 2026 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, 0144, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი №59/ლეხ კაჩინსკის ქუჩა კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
