თებერვალი 14, 2020 17:22

დასრულებული: კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის  მონიტორინგის ჯგუფის უფროსის ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტი, რომელიც შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან: ა) დაგეგმვის ჯგუფი; ბ) მონიტორინგის ჯგუფი; გ) ტექნოლოგიის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფის ძირითადი მიზანია რადიოსიხშირეთა, ინფრასტრუქტურის, ქსელების ხარისხის  და ხელშეშლების მონიტორინგი,  მონიტორინგის  სისტემების  მართვა და განვითარება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.gncc.ge


თანამდებობრივი სარგო:
    4995 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის  უფროსის წინაშე

კატეგორია - ტელეკომუნიკაციები

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2020 წლის 14 თებრერვლიდან 1 მარტის ჩათვლით;

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • მონიტორინგის განხორციელების კონტროლი და დაფიქსირებულ ხარვეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება:

- ფიჭური და სხვა რადიოსიხშირული ქსელების ტექნიკური და ხარისხობრივი  მახასიათებლების  შეფასების  მიზნით;

- მობილური ოპერატორების დაფარვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის და ინტერფერენციების გამოვლენის მიზნით;

- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ავტორიზაციის, სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების მიზნით;

- სიხშირის უნებართვო გამოყენებების დადგენის მიზნით;

- მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში არსებული და შესაძლო ხელშეშლების დაფიქსირების მიზნით;

- ფიქსირებული ქსელების დადგენილი ნორმების და სააბონენტო ხელშეკრულების შესრულების მიზნით.

  • მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება  (მობილური ჯგუფის მივლინების დაგეგმვა, მივლინების გრაფიკების მართვა, რეპორტინგი და სხვა);
  • სიხშირული ზოლის ფარგლებში ხელშეშლების წარმოქმნის შემთხვევაში,  საკითხის განხილვა, მონიტორინგი და ანალიზი. ხელშეშლის წყაროს (გამოწვევი მიზეზების) გამოვლენა და კომისიისათვის განსახილველად წარდგენა;
  • ოპერატორების მოქმედი რადიოელექტრონული გადამცემი მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების - პარამეტრების შესწავლა/შემოწმების უზრუნველყოფა სალინცეზიო პირობების შესრულებასთან მიმართებაში;
  • მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლებისთის დავალებების მიცემა და მათ შესრულებაზე სისტემატიური კონტროლი;
  • რადიომონიტორინგის სისტემის (პროგრამული/აპარატურული) ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და მართვა,   მონიტორინგისა და პელენგაციის სადგურების საექსპლუატაციო რეჟიმის უზრუნველყოფა,  ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა და მართვა;
  • აპარატურის გამართულობის, საექსპულატაციო წესების დაცვის, მონიტორინგის ჯგუფის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებში შრომის უსაფრთხოების საკითხების კონტროლი და უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:    უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი:

  • ტელეკომუნიკაციების
  • რადიოტექნიკის და ელექტრონიკის
  • ან რადიოფიზიკის  მიმართულებით

სამუშაო გამოცდილება:

სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ქსელების დაგეგმვის, მშენებლობის,  ოპტიმიზაციის ან მონიტორინგის კუთხით,  სატელეკომუნიკაციო დარგში მომუშავე ორგანიზაციებში, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ ან სატელეკომუნიკაციო აპარატურისა და სისტემების მწარმოებელ კომპანიებში. აქედან სულ მცირე 1  წლიანი მუშაობის გამოცდილება ჯგუფის, დეპარტამენტის ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სასურველია ფიქსირებულ ან მობილურ ოპერატორებში მუშაობის გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:

  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებში           რადიოსიხშირული    სპექტრის რეგულირების     სამართლებრივი  ასპექტების ცოდნა;
  • კომისიის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში (2018  წლის ანგარიში); 
  • „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილება

 
უცხო ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა - B2 დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი

დამატებითი მოთხოვნები:

  • სასურველია შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფებისა და აპლიკაციების ცოდნა: MapInfo, GoogleEarth, GIS
  • სასურველია  „B“ კატეგორიის მართვის მოწმობა

 
კომპეტენცია და  უნარები:

  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; 
  • შემჭიდროვებულ  ვადებში მუშაობის  უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • დისციპლინა  და  პასუხისმგებლობის  მაღალი  გრძნობა;
  • ლოგიკური  და  ანალიტიკური  აზროვნება;
  • სახელმწიფო  ენაზე  წერილობითი  და  ვერბალური  კომუნიკაციის  უნარი;
  • ინსტრუქციებითა  და  პროცედურებით  ხელმძღვანელობა;
  • დამოუკიდებელი  და  გუნდური  მუშაობის  უნარი;
  • პროფესიული  ზრდისკენ  სწრაფვა,  ცოდნის  განახლება

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

  1. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
  2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
    • კონკურსის შედეგების გამოცხადება.

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად:  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.  აპლიკანტი, რომელსაც არ აქვს სათანადო კვალიფიკაცია, ან არასრულად წარმოადგინა დოკუმენტაცია, არ დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე.

მეორე ეტაპი -  ზეპირი დავალება და გასაუბრება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება და გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: ქეთევან დოლიძე, ტელ: +995322393617; ელ-ფოსტა vacancy@gncc.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნლი წესის შესაბამისად

კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის  მონიტორინგის ჯგუფის უფროსი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები