ნოემბერი 24, 2023 18:28

დასრულებული: მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  პოზიციაზე.                 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა რომელსაც 2018 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მედიაწიგნიერების განვითარება დაევალა.  კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;  ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია იხ: http://comcom.ge

თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა -   4995 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება მედიაწიგნიერების განვითარების  დეპარტამენტის უფროსს

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადები:  2023 წლის  24 ნოემბრიდან 13 დეკემბრის  ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • მედიაწიგნიერების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით კვლევების ჩატარება,  შედეგების ანალიზი და შეფასება; კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პროექტების ინიცირება და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მედიაწიგნიერების არსებული და მიმდინარე პროექტების მართვა / განხორციელება;
  • მედიაწიგნიერების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ანალიზი, ადაპტირება და განხორციელება;
  • მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება და მისი  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • მედიაწიგნიერების მიმართულებით სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ მარეგულირებლებთან და მედიაწიგნიერების ექსპერტებთან  საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და  თანამშრომლობის გაღრმავება;
  • მედიაწიგნიერების საგანმანთლებლო პროექტების განხორციელება განათლების სხვადასხვა საფეხურის შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის;
  • მედიაწიგნიერების შესახებ საგანმანათლებლო ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, საინფორმაციო შეხვედრა) დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, მედიააკადემიასთან თანამშრომლობით;
  • არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან დაცვისა და მედიაკრიტიკის მიმართულებით სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების,  განათლების ადმინისტრირების,  სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მენეჯმენტის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება, აქედან სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მედიაწიგნიერების მიმართულებით, ან საგანმანათლებლო პროექტების მართვის/ადმინისტრირების მიმართულებით, ან კვლევების, კონსულტირების, სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით .

სასურველია:

  • საგანმანათლებლო საქმიანობის (ტრენერი, მასწავლებელი, ლექტორი) გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:  

უცხო ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) -   C1

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (MS Word,  MS Excel,  MS Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • სახელმწიფო ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.  

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად, ტესტირება ინგლისურ ენაში და ზეპირი დავალება და გასაუბრება.

I - ტესტირება ინგლისურ ენაში - ტესტირების დროს შეფასდება აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონე.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წერით დავალებაში მიიღებენ მოთხოვნილ დონეს.

შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტირებისგან გათავისუფლდებიან და ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი დონის დამადასტურებელ ვალიდურ ცნობას - სტანდარტიზებული ტესტები (TOEFL-ის, IELTS-ის,  Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატი). ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე გათავისუფლდება კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი  (ბაკალავრი  ან მაგისტრი).

ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასებისას,  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

II - ზეპირი დავალება და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან:  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

შენიშვნა:  გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება და ა.შ. წარმატებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის მაღალი კომპეტენცია. 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:  ანა მახარაშვილი  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე  მოთხოვნლი წესის შესაბამისად.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები