აპრილი 29, 2022 10:42

დასრულებული: მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  პოზიციაზე          

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა რომელსაც 2018 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად,  მედიაწიგნიერების ხელშეწყობა დაევალა.  კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;  ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია იხ: http://comcom.ge

თანამდებობრივი სარგო: პოზიციისთვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მინიმალური ოდენობა -   4163 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსს

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

კატეგორია -  განათლება, სოციალური მეცნიერებები

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადები:  2022 წლის  28 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

  • მედიაწიგნიერების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ მარეგულირებლებთან, ექსპერტებთან  და შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან თანამშრომლობა;
  • ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით ჩატარებული ევროპული  პროექტებისა და კვლევების შედეგების ანალიზი, ტენდენციების შეფასება და ანგარიშგება; საუკეთესო ევროპული აპრობირებული პროექტების  შერჩევა და შერჩეული პროექტების მართვა - პროექტის განხორციელება;
  • მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმის განვითარება;  არასამთავრობო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის;
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად;
  • საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხებზე ევრო დირექტივების, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების პრაქტიკის  მიხედვით;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან  თანამშრომლობა მედიაწიგნიერების განვითარების, ასევე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით;
  • სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, სემინარების, ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება მედიაწიგნიერების მიმართულებით;
  •  „მედიააკადემიასთან“ თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მედიის განვითარების ხელშეწყობის და კვლევების მიმართულებით;
  • დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებების,  განათლების ადმინისტრირების,  სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მენეჯმენტის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება, აქედან სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება  მედიაწიგნიერების მიმართულებით, ან საგანმანათლებლო პროექტების მართვის/ადმინისტრირების  მიმართულებით, ან  კვლევების, კონსულტირების,  სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.

სასურველია:

  • სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო / დონორ ორგანიზაციებში;
  • საგანმანათლებლო საქმიანობის (ტრენერი, მასწავლებელი, ლექტორი) გამოცდილება.

საკონკურსო თემატიკა:  

უცხო ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა (წერითი უნარები, მეტყველება) -   C1

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (MS Word,  MS Excel,  MS Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომპლექსური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში.

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციებზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგ  ეტაპებად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • ტესტირება ინგლისურ ენაში;
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება.  

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად, ტესტირება ინგლისურ ენაში და ზეპირი დავალება და გასაუბრება.

I - ტესტირება ინგლისურ ენაში - ტესტირების დროს შეფასდება აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონე.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წერით დავალებაში მიიღებენ მოთხოვნილ დონეს.

შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტირებისგან გათავისუფლდებიან და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი დონის დამადასტურებელ ვალიდურ ცნობას - სტანდარტიზებული ტესტები (TOEFL-ის, IELTS-ის,  Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატი). ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე გათავისუფლდება კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი  (ბაკალავრი).

ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანდიდატის შეფასებისას,  კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

II - ზეპირი დავალება და გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან:  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების,  ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

შენიშვნა:  გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოზიციაზე მნიშვნელოვანია  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა, საერთაშორისო პროექტების განხორციელება და ა.შ. წარმატებულ აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისური ენის მაღალი კომპეტენცია. 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის მიერ ქულათა სისტემით, განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო კომისიის მისამართი:

ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საკონტაქტო პირი:  სოფიო კაციტაძე  ტელ: +995 322393617;    ელ-ფოსტა:  vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნლი წესის შესაბამისად

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები