აგვისტო 25, 2021 14:09

დასრულებული: სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი

კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც  უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  კონკურენციის წინასწარ და შემდგომ რეგულირებას, სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების და ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის  ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას,  გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, მომსახურების შესაბამის სეგმენტებზე არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების უზრუნველყოფას; ასევე, ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეფასებას და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრას; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://comcom.ge/ge/

თანამდებობრივი სარგო:    4162-დან 5827-მდე ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის წინაშე

კატეგორია -  ფინანსები

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2021 წლის 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის  ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  1. სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის კვლევის და ანალიზის ჩატარება, შესაბამისი (რეგულირებას დაქვემდებარებული) მომსახურების ბაზრების განსაზღვრა;
  2. მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე სპეციფიკური ვალდებულებების  მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება; 
  3. ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის შერწყმის, წილისა და აქტივების შეძენა-გასხვისების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  4. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების მიერ მოწოდებული მომსახურების ტექნიკური და კომერციული პირობების (ოფერტების) შესწავლა, კომისიის  გადაწყვეტილებებთან და საკანონმდებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;
  5. ავტორიზებული პირების მიერ  ყოველთვიურად და ყოველკვარტლურად წარმოდგენილი ინფორმაციის  შესწავლა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში  შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  6. მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების მიერ წარმოდგენილი სპეციფიური აუდირებული ანგარიშგებების ანალიზი; შესაბამის მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასება და ანგარიშგებების მომზადება;
  7. კონკურენციის შესაძლო დარღვევის, რისკების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  8. დეპარტემენტის საქმიანობიდან გამომდინარე, კომისიის პროექტების მართვა,  მონაწილეობა;
  9. სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტების და ევროპული პრაქტიკის შესწავლა;
  10. კომისიისადმი კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის, ოპერატორებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
  11. კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:    ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. 

სასურველია, კანდიდატი ფლობდეს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთში ან/და დამატებით სპეციალიზაციას (Minor) სამართალში.

პროფესიული კვალიფიკაცია:

აუცილებელია:

  • ACCA კვალიფიკაცია ( სულ მცირე მეორე დონე - F1-F9) ან
  • CPA-ს კვალიფიკაცია სრულად ან
  • CFA-ს (სულ მცირე მეორე დონე) ან
  • CMA ან CIMA კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, კორპორაციული ფინანსების, ინვესტიციების მართვის, სატელეკომუნიკაციო პროდუქტების განვითარების ან ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით.

სასურველია:

  • ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით ავტორიზებულ კომპანიაში ფინანსების/ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის ან აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
  • საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, რისკების მართვის  ან  ინვესტიციების შეფასების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მარეგულირებელ ან საზედამხედველო ფუნქციის მქონე ადმინისტრაციულ ორგანოში ფინანსური დაგეგმვის, ანალიზის ან აუდიტის  მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“;
  • საქართველოს  კანონი  ,,კონკურენციის შესახებ”.

ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა -  B2

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office (Excel ,Word,  Power Point) -  კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • პასუხისმგებლობა;
  • თვითორგანიზებულობა;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული წერილობითი ანგარიშის შედგენის უნარი;
  • მიკრო ან/და მაკროეკონომიკური ამოცანების ანალიზისას, შესწავლისას და გადაწყვეტისას ფინანსური და სტატისტიკური მეთოდების გამოყენების უნარი.

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის ან აკადემიური თანამშრომლობის გამოცდილება);
  • ACCA-ს (F1-დან F9-ის ჩათვლით) ან CFA-ს (სულ მცირე მეორე დონე)ან CPA-ს ან CMA-ს ან CIMA-ს პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ატვირთეთ ტრენინგების, სემინარების და სასწავლო პროგრამების ველში);

შენიშვნა: საკონკურსო კომისია დამატებით იმსჯელებს იმ კანდიდატების თაობაზე, რომლებიც არიან აღნიშნული კვალიფიკაციის ან სერტიფიკატების მიღების პროცესში.

  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც პირველი პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • ზეპირი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ასევე სპეციფიური დავალებით პროფესიული ცოდნის შეფასებას. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე-ეტაპად - ა) წერილობითი დავალება და დავალების შინაარსის პრეზენტაცია და ბ) გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე კანდიდატებს წინასწარ მიეცემათ განსახილველად დავალება, რომელიც შემდგომ პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ.

ზეპირი დავალება   და გასაუბრება  ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის ცოდნის და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

* ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: სოფიო კაციტაძე, ტელ: +99555021682; ელ-ფოსტა vacancy@comcom.ge

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზე, მოთხოვნლი წესის შესაბამისად:

სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები