სტაჟიორი - ადმინისტრაცია | ComCom
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს კომისიის აპარატის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის მიზნით კანდიდატის შესარჩევად.
ადგილების რაოდენობა: 1.
ანაზღაურება: ანაზღაურების გარეშე.
ანგარიშვალდებულება: ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი (სასწავლო განრიგთან შეთავსებით).
სტაჟირების ხანგრძლილობა: 3 თვე.
საბუთების მიღების ვადაა: 2026 წლის 6 მაისიდან 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით.
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):
- შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება;
- შესყიდვებისა და ქონების მართვის პროცესების გაცნობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა;
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო მასალების დამზადების პროცესებში მონაწილეობა;
- მოხსენებითი ბარათების, ხელშეკრულებების და სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის მომზადების პროცესებში ადმინისტრაციისა და მისი ხელმძღვანელის მხარდაჭერა;
- შიდა პროცედურებისა და რეგულაციების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება;
- კომისიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების პროცესში მხარდაჭერა;
- სამუშაო ვიზიტებისა და მივლინებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
- ადმინისტრაციის მხარდაჭერა კომისიის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებაში;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა სასწავლო-სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების და სამართლის მიმართულებით.
უცხო ენის ცოდნა: ინგლისური ენა - B1 დონე.
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Excel) - ძალიან კარგი.
კომპეტენციები და უნარები:
- კარგი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის უნარი;
- ინფორმაციის სწრაფად მოძიებისა და ანალიზის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა - ინტერესთა კონფლიქტი:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
თუ სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსში მონაწილეობის მიღება: მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@comcom.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს:
- თავისი რეზიუმე (CV), სამუშაო გამოცდილების მითითებით (არსებობის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები/ან ცნობა დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსის თაობაზე;
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში.
კანდიდატმა სასურველია:
1. გამოაგზავნოს შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
გთხოვთ სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ადმინისტრაციის სტაჟიორი“
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომისიის მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კონკურსის ეტაპებია: საბუთების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება, კონკურსის შედეგების გამოცხადება;
შენიშვნა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელმეორე გასაუბრებაზე შესაძლოა დაბარებულ იქნას აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.
