ივნისი 04, 2024 15:27

2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი - 499 573 882 ლარი შევიდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი - 499.573.882 ლარი შევიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 65.274.127 მილიონი ლარით მეტია.

აღნიშნული თანხიდან, მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 56.048.528 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 441.467.364 ლარი. რაც შეეხება ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალს, 2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ - 2.011.060 ლარი შევიდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმების სახით კი, გასულ წელს ბიუჯეტში 46.930 ლარი ჩაირიცხა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები