თებერვალი 15, 2024 13:42

5G-ის შესახებ ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის წიგნი გამოიცა

კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით გამოიცა კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრის, რევაზ სვანიძის წიგნი „5G მობილური ტექნოლოგია და ელექტრომაგნიტური გამოსხივება“, რომელიც ტელეკომუნიკაციის დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ კი, თანამედროვე მობილურ ტექნოლოგიებს ეხება.

წიგნში დეტალურადაა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა ახალი 5G მობილური ტექნოლოგიის დანერგვა, მობილური სადგურებისა და მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ასევე, მათი გავლენა ეკოლოგიასა და ადამიანებზე. გარდა ამისა, წიგნში ვხვდებით რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური გავლენების კვლევისა და რეგულირების მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციას. წიგნი ტელეკომუნიკაციის სერვისის მქონე აბონენტებს დაეხმარება მობილური ტელეფონის შერჩევასა და მაღალი სიხშირის გამოსხივების წყაროების ზემოქმედებისგან თავის დაცვაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია ტელეკომუნიკაციის შესახებ დარგობრივი ლიტერატურის გამოცემას კვლავ აგრძელებს. ამ დრომდე, ComCom-ის მხარდაჭერით და კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრების ავტორობით, უკვე 10-ზე მეტი წიგნია გამოცემული. წიგნები ტელეკომუნიკაციის დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სფეროს განვითარებას ემსახურება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები