ივლისი 06, 2020 16:59

5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტთან“ დაკავშირებით ჩართული მხარეებისგან მიღებული კითხვები და კომუნიკაციების კომისიის პასუხები

2020 წლის 24 აპრილს კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნდა „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო კითხვები შპს „მაგთიკომისგან“ და სს „სილქნეტისგან“.

2020 წლის 30 ივნისს შედგა კომისიის მიერ ორგანიზებული ონლაინ-შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია „ერნსტ ენდ იანგის“ წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს შორის, რომლის ფარგლებშიც ოპერატორებს მიეცათ საშუალება დოკუმენტში წარმოდგენილ გაანგარიშებასთან დაკავშირებული კითხვები პირდაპირ დაესვათ კონსულტანტებისთვის და მიეღოთ შესაბამისი პასუხი.

საკონსულტაციო პროცესის გამჭვირვალედ და ღიად წარმართვის პრინციპებზე დაყრდნობით, კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს „5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტთან“ დაკავშირებით მიღებულ ყველა კითხვას და შესაბამის პასუხს.

ვინაიდან საკონსულტაციო პერიოდის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 2020 წლის 15 ივლისამდე, დამატებითი კითხვების მიღების შემთხვევაში წარმოდგენილი ინფორმაცია განახლდება და შეივსება შესაბამისი კითხვა-პასუხით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები