წვდომის მენიუ

მარტი 19, 2025 12:20

6G-ის შესაძლებლობებისა და AI-ის შესახებ სერგო შავგულიძის წიგნი გამოიცა

ComCom-ის მრჩეველთა საბჭოს წევრის, პროფესორი სერგო შავგულიძის თანაავტორობით, ახალი წიგნი “ხელოვნური ინტელექტი 6G ქსელებისთვის” გამოიცა, რომელიც სატელეკომუნიკაციო დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და სფეროს განვითარებას ემსახურება.

წიგნი წარმოგვიდგენს ახალ ტექნოლოგიებსა და კვლევის პერსპექტივებს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ მეექვსე თაობის (6G) მობილურ საკომუნიკაციო სისტემებში, ასევე, მსგავსი სისტემების დანერგვასთან დაკავშირებულ ძირითად ტექნიკურ გამოწვევებს, რომელიც უახლეს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო მიღწევებს ეყრდნობა. წიგნში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მიმოხილულია  6G ფიჭურ ქსელებში ფიზიკურ ფენასთან და ლინკის ფენასთან დაკავშირებული საკითხები, ამასთან, შემოთავაზებულია ინტელექტუალურ-ენდოგენური ქსელის კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს ქსელებში ცოდნის გრაფის შემოტანას და AI ტექნოლოგიების დანერგვას, რათა დაახასიათოს, შექმნას, გამოიკვლიოს და გამოიყენოს ქსელის მრავალგანზომილებიანი სუბიექტური და ობიექტური ცოდნა.

რესურსი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და აკადემიური პერსონალის, ასევე, ბაკალავრიატის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვისაა განკუთვნილი.

წიგნის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები