თებერვალი 22, 2024 11:25

ComCom და ევროპის უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ

კომუნიკაციების კომისიას და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით უკვე დანერგილი მედიაწიგნიერების საგნის კიდევ უფრო ფართოდ ინტეგრირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგანმანათლებლო პროგრამაში. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია და ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამუშაო ჯგუფის ფარგლებშიც ითანამშრომლებენ, სადაც, ComCom-ის ორგანიზებით ჩატარდება ადგილობრივი და უცხოელი მოწვეული პროფესორებისა თუ ექსპერტების სემინარები, ასევე, თემატური და სამეცნიერო კონფერენციები. ამასთანავე, მხარეები მედიაწიგნიერების მიმართულების პროექტებს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ერთობლივად განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება და ამ პროცესში სულ უფრო მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები