ნოემბერი 11, 2020 11:24

ComCom დაიჯესტი - კომუნიკაციების კომისიის III კვარტლის შეჯამება

კომუნიკაციების კომისიამ III კვარტალი შეაჯამა და სატელეკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი წარუდგინა. დაიჯესტი მოიცავს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ბაზრის განვითარების ტენდენციებს, რომლებიც როგორც განცხადებების, ისე გრაფიკული ვიდეოების ფორმატითაა წარმოდგენილი.

რა უპირატესობები აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონის ციფრულ ჰაბად, რა ცვლილებები შევიდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და როდიდან შეძლებენ მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორები საქართველოში საქმიანობის დაწყებას - ეს ის მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებიც III კვარტლის ComCom დაიჯესტშია შესული.

რამდენი მომხმარებელი სარგებლობს მობილური ინტერნეტით და როგორია ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების ზრდის დინამიკა ბოლო 6 წელიწადში - III კვარტლის ComCom დაიჯესტით საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა ასევე მიიღოს დეტალური ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო დარგში განვითარებული ტენდენციების შესახებ.

III კვარტლის შეჯამებაში თავმოყრილია ასევე მედიააკადემიისა და მედიაწიგნიერების პროექტების, მათ შორის მედიაწიგნიერების კონკურის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ და მედიააკადემიის ონლაინ მასტერკლასის შესახებ ინფორმაცია.

III კვარტლის შემაჯამებელი ComCom დაიჯესტი დეტალურად იხილეთ აქ.

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები