წვდომის მენიუ

მაისი 07, 2025 11:52

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები დოკუმენტური ფილმის მომზადებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი „სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, იდეიდან - ეკრანამდე“, რომელსაც ავტორი ქეთი სადღობელაშვილი და რეჟისორი გიორგი ებრალიძე უძღვებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო დოკუმენტალისტიკის არსი და მიზნები; ასევე, თუ როგორ იბადება იდეა, იკვეთება თემა, პერსონაჟი და ისტორია. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ შემოქმედებითი ჯგუფის შექმნის ეტაპებს, მათთან მუშაობის სპეციფიკას, გადაღებების დაგეგმვასა  და ბიუჯეტირებას. შეხვედრის ნაწილი დაეთმო მონტაჟის პროცესის, კორექციის, თრეილერისა თუ თიზერის მომზადების შესახებ საკითხებს. მედიააკადემიამ სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადასცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, საქართველოში მედია სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებსა და ტრენინგებს უკვე მეექვსე წელია, სრულიად უფასოდ ატარებს.

თუ ხარ ჟურნალისტიკით დაინტერებული და გსურს ამ მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, თვალი ადევნე მედიააკადემიის ციფრულ პლატფორმებს და ისწავლე უფასოდ პროფესიონალებისგან: https://www.facebook.com/mediaacademycomcom; http://www.youtube.com/@mediaacademy7641.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები