ივლისი 04, 2023 11:09

ComCom-ის მედიააკადემიამ ჟურნალისტები სამხედრო ოპერაციების გაშუქებაში გადაამზადა

ComCom-ის მედიააკადემიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის, სამხედრო ოპერაციების გაშუქების პრაქტიკული სწავლება ჩატარდა, რომელსაც ჟურნალისტი დავით კაკულია სამხედრო პირების ჩართულობით უძღვებოდა.

პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ იგეგმება სამხედრო ოპერაციები და რა საკითხები უნდა გაითვალისწინონ მსგავსი ოპერაციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებმა. ასევე, როგორია საბრძოლო მოქმედებების ზონაში მოხვედრისას საქმიანობის და უსაფრთხოების სტანდარტი. მონაწილეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის წესების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედია სტანდარტის განვითარებისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებებს, უკვე მეოთხე წელია ატარებს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები