ComCom-ის მედიააკადემიამ ზურა მხეიძის „მასტერკლასი“ დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ ფსიქოლოგ ზურა მხეიძის ონლაინ ლექციები ყოველ პარასკევს დაემატება. „მასტერკლასის“ ფარგლებში, ავტორი მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინფორმაციის ზემოქმედების ძალაზე, ემოციებით მანიპულირებაზე და მანიპულირების ხერხებზე, ასევე, სტრესის მართვაზე, დროის მენეჯმენტზე, კრიტიკულ აზროვნებასა და გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნებაზე მოგვითხრობს.
მედიააკადემიის „მასტერკლასი“ ზურა მხეიძესთან ერთად, მედიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე 19 ავტორის ლექციებს აერთიანებს, რომლებიც მედიააკადემის იუთუბ არხზეა განთავსებული.
„მასტერკლასი“ დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, საჭირო ცოდნა სრულიად უფასოდ, პროფესიონალი ავტორებისგან მიიღონ.
