ComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი „AI და მისი გამოყენება მედიაში“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის სემინარი „ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება მედიაში“ ჩატარდა, რომელსაც მონაცემთა ანალიტიკოსი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ირაკლი გოგატიშვილი უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი გოგატიშვილი ფლობს ტურინის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხს და ამასთან, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება AI სისტემების შექმნაში.
შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის, ამასთან, როგორ გამოიყენება AI სხვადასხვა დარგებსა და მედიასაშუალებებში. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ ყველაზე პოპულარულ და პრაქტიკულ AI ხელსაწყოებს, ასევე, Deep Fake-ისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხებს. სემინარის მონაწილეებს მედიააკადემიამ სერტიფიკატები გადასცა.
