ComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის, PR-ისა და კორპორაციული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულებისთვის, ასევე ამ მიმართულებით დაინტერესებული პირებისა და სტუდენტებისთვის სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“ გაიმართა. სემინარს ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი თეა სხიერელი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა.
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ, თუ რა მიზნით და როგორ ქმნიან ბრენდები საკუთარ მედიას, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ბრენდმედიის ეფექტიანობა და ტრადიციული ჟურნალისტიკის რა მეთოდებს იყენებს ბრენდჟურნალისტიკა. ამასთან ერთად, სემინარზე განიხილებოდა ბრენდების მედიის წარმატებული მაგალითები. შეხვედრის ბოლოს, მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედიის წარმომადგენლებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს უკვე მეექვსე წელია, სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს სრულიად უფასოდ სთავაზობს.