ნოემბერი 06, 2023 11:48

ComCom-ის მედიააკადემიაში ტელეოპერატორებისთვის დავით ჩხიკვიშვილის სემინარი ჩატარდა

ComCom-ის მედიააკადემიის ორგანიზებით, ტელეოპერატორებისთვის ორდღიანი სემინარი ჩატარდა, რომელსაც “როიტერის” რეპორტიორი დავით ჩხიკვიშვილი გაუძღვა. სემინარის ფარგლებში, დავითმა მონაწილეებს მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც არაერთი დემონსტრაციისა თუ ომის, ასევე, ქართული და საერთაშორისო მოვლენების უნიკალურ კადრებს მოიცავს.

შეხვედრის ფარგლებში, ტელეოპერატორები ამბის ერთი კადრით მოყოლის ტექნიკას, გადაღების დაგეგმვის პროცესს, განათების, ფოკუსის და კომპოზიციის შერჩევის პრინციპებს, ასევე, კონფლიქტისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების თავისებურებებს და სტრესის მართვის მეთოდებს გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია, მედია სტანდარტის განვითარებისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებებს, უკვე მეხუთე წელია ატარებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები