წვდომის მენიუ

ივლისი 11, 2024 13:46

ComCom-ის მედიალაბში “იდეადრომის” მონაწილეები კონტენტ მარკეტინგში გადამზადდნენ

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპ იდეების კონკურსის, „იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილე გუნდები კონტენტ მარკეტინგსა და მომხმარებელთან სწორად კომუნიკაციაში გადამზადდნენ. სემინარს ტექნოლოგიური ანტრეპრენერი და ტექ. კომერციალიზაციის ექსპერტი, დავით ჩეჩელაშვილი გაუძღვა და მონაწილეებს სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო მიდგომებისა და ამ პროცესში, ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ გამოცდილება გაუზიარა.

„იდეადრომის“ ფარგლებში, მონაწილე სტარტაპერები პროფესიონალი მენტორების ხელმძღვანელობით 5 დღიან ინტენსიურ გადამზადებას გაივლიან და პროდუქტის დახვეწის, მომხმარებლის მოძიების, მომგებიანი ბიზნეს-მოდელის შექმნისა და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შესახებ მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან. ამასთან, სფეროს პროფესიონალებთან ერთად, მათთვის საინტერესო თემების შესახებ კონსულტაციებს გაივლიან. ინტენსიური გადამზადების დასრულების შემდგომ, კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს, რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

„იდეადრომს“ კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი უკვე მერვედ, წარმატებით ატარებს. მიმდინარე კონკურსის თემას „პროდუქტიდან სერია A-მდე“ წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეობის მიღება იმ სტარტაპერებს შეეძლოთ, რომელთაც პროდუქტის საწყისი ვერსია უკვე შექმნილი ჰქონდათ და მომდევნო ეტაპზე გადასვლას გეგმავდნენ.

“იდეადრომის” მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა, მათი პროდუქტების დახვეწა, განვითარება და ბაზარზე ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობაა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები