წვდომის მენიუ

თებერვალი 04, 2026 10:07

ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის AI პროგრამირების შესახებ სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროგრამირების, ე.წ. ვაიბ-კოდინგის შესახებ სემინარი ჩატარდა, რომელსაც სტარტაპ Widgera-ს თანადამფუძნებელი, დემეტრე მილდიანი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა თუ რა არის ვაიბ-კოდინგი, როგორ ცვლის ის ტენდენციებსა და ქცევას აპლიკაციის შექმნის მიმართულებით და რა უნარებია საჭირო ვაიბ-კოდინგისთვის. მონაწილეები ასევე გაეცნენ თუ როგორ მუშაობს ენობრივი მოდელები, როგორ ხდება იდეის ჩამოყალიბება და AI ინსტრუმენტისთვის აპლიკაციის სტრუქტურისა და დიზაინის დავალებების სწორად განსაზღვრა. ტრენერმა ასევე ისაუბრა შედეგის ტესტირების მეთოდებსა და ყველაზე ეფექტურ AI ინსტრუმენტებზე ვაიბ-კოდინგით აპლიკაციის შექმნისთვის.

გარდა თეორიული ნაწილისა, შეხვედრის მონაწილეები ჩაერთნენ აპლიკაციის შექმნის პროცესში და საკუთარი იდეების აპლიკაციებად გარდაქმნის შესახებ ტრენერისგან რჩევები მიიღეს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები