ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის ინვესტორთან მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრას 4S-ის დამფუძნებელი და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, სალომე ჯოჯუა გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს ინვესტორთან წარმატებული თანამშრომლობის, სამართლებრივი დაცულობისა და ეფექტიანი მოლაპარაკებების შესახებ მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ სალომე ჯოჯუა არის Edwards Mediation Academy-ის სერტიფიცირებული მედიატორი და საქართველოს მედიაციის ასოციაციის წევრი.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის რეგისტრაციისა და სამართლებრივი მოწყობის საფუძვლები; პარტნიორთა უფლებები, მოვალეობები და საკუთარი ინტერესების დაცვის მეთოდები; ინვესტიციების მოზიდვის ტექნიკები; მოლაპარაკების პროცესის სტრატეგიები; ასევე, სტრესული და კონკურენტული მოლაპარაკებების მართვისა თუ საუკეთესო შეთანხმების მიღწევის ტაქტიკები და შეთანხმების დახურვის ეტაპები.
სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, ComCom-ის მედიალაბი უკვე მეექვსე წელია მნიშვნელოვან შეხვედრებსა და კომპეტენციის ასამაღლებელ სხვა აქტივობებს სრულიად უფასოდ ატარებს.