წვდომის მენიუ

დეკემბერი 03, 2025 10:56

ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის დიპლომატიური საკითხების გაშუქების შესახებ სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკით  დაინტერესებული პირებისთვის სემინარი „დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის გაშუქება“ ჩატარდა. შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ საკითხთა დირექტორატის გენერალური დირექტორი, დიპლომატი კახა სიხარულიძე გაუძღვა. იგი სხვადასხვა დროს იყო ელჩი იტალიაში, ჩეხეთში, ჩინეთში, მალტაში, სან-მარინოში. ამასთან, იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი და მინისტრის პირველი მოადგილე.

შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა მონაწილეებს მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა, თუ როგორ მუშაობს დიპლომატია პრაქტიკაში, ასევე, რას გულისხმობს დიპლომატიის ენა და როგორ გავიგოთ პროტოკოლური ფორმულირებები. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნენ წყაროებთან მუშაობისა და ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკებს; მნიშვნელოვანი დეტალების აღმოჩენისთვის საჭირო კითხვებს და პრაქტიკული დიპლომატიის ძირითად პრინციპებს. შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები