მაისი 01, 2023 10:56

ComCom-ის მედიასკოლაში ჟურნალისტებისთვის სემინარი “რა არის ევროპა?” ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარი “რა არის ევროპა?” ჩატარდა. შეხვედრებს ფსიქოლოგი რუსუდან გორგილაძე უძღვებოდა, რომელიც ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონული დირექტორი და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი იყო.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში, ინტერაქციულ რეჟიმში განიხილებოდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, ევროპის კავშირის ინსტიტუციები, კულტურული მრავალფეროვნება, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური და სოციალური მოწყობის ფორმები, საქართველოს ადგილი ევროპაში და მომავლის ხედვები. შეხვედრების ბოლოს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან  სემინარებსა და ლექციებს უკვე მეხუთე წელია ატარებს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები