წვდომის მენიუ

ოქტომბერი 08, 2025 15:11

ComCom-ის წარმომადგენელმა AI-ს ზედამხედველი უწყებების გლობალური ქსელის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა, პარიზში გამართულ ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველი უწყებების გლობალური ქსელის (Global Network for AI Supervisory Authorities) პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში ნინო გრძელიშვილი ასევე დაესწრო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას, რომელიც AI-ის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყებების შესაძლებლობების განვითარებას შეეხებოდა. შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტების მიერ განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის სისტემების ეფექტიანი ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი გამოწვევები და სტრატეგიები; ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველობის მიზნით მარეგულირებელი ორგანოებისათვის საჭირო უნარები თუ  ინსტრუმენტები და სხვა.

ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველი უწყებების გლობალური ქსელი წარმოადგენს არაფორმალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მარეგულირებელ და პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოებს და მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების შესახებ რეკომენდაციების აღსრულების ხელშეწყობასა და UNESCO-ს მზაობის შეფასების მეთოდოლოგიაში (RAM) წევრი ქვეყნების მონაწილეობის მხარდაჭერას.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ხელოვნური ინტელექტის ზედამხედველი უწყებების გლობალურ ქსელს კომუნიკაციების კომისიაც შეუერთდა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები