წვდომის მენიუ

სექტემბერი 30, 2025 11:11

ComCom-ის წარმომადგენლებმა ARCOM-სა და UNESCO-სთან მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრა გამართეს

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, UNESCO-სა და საფრანგეთის მედია და ინფორმაციული წიგნიერების ცენტრის (CLEMI) მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „To educate or to Ban: Breaking the Impasse“ ფარგლებში, საფრანგეთის მარეგულირებელი ორგანოს (ARCOM) საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორთან და მედიაწიგნიერების სამსახურის უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საფრანგეთის მედიაწიგნიერების პოლიტიკის განსაზღვრისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების  შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იქნება ComCom-ის სამომავლო საქმიანობისთვის. თავის მხრივ კი, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, კოლეგებს მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის მიერ მიღწეული პროგრესისა და წარმატებული პროექტების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია.

კონფერენცია UNESCO-სა და CLEMI-ს მიერ ციფრული სამყაროს გამოწვევების გადაჭრის შესახებ მშობლებისა და ოჯახებისთვის სახელმძღვანელოს შემუშავებას ემსახურებოდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ციფრულ ეპოქაში მოზარდის აღზრდის მიდგომები და გამოწვევები, ასევე, ახალგაზრდების ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერება და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში კომისიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები ასევე გამართეს  UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების და ციფრული კომპეტენციების  სამსახურის უფროსსა და UNESCO-ს მედიაწიგნიერების ალიანსის პროგრამის მენეჯერთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ირაკლი ყურაშვილს შეხვდნენ.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები