ივნისი 10, 2022 11:05

ComCom-ის წევრმა ნათია კუკულაძემ ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია საქართველოს ICT კლასტერის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ნათია კუკულაძემ ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებებზე და ღონისძიების მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებსა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ნათია კუკულაძემ, ასევე, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის როლსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს ICT კლასტერის ბორდის წევრი და ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია უძღვებოდა.  პროექტი "ციფრული ტრანსფორმაციის საუბრები" USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები