წვდომის მენიუ

ივნისი 24, 2025 15:54

ComCom-ის წევრმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ, მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) საბჭოს სხდომაში, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები.

გარდა ამისა, ღონისძიება დაეთმო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: 2024 წლის ITU-ს წლიური ანგარიში ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმის შესახებ; 2025 წლის მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციისთვის (WTDC-25) მზადება;  2023-24 წლებში განხორციელებული ITU-ს პროექტები და სამომავლო გეგმები; ITU-ს 2026-2027 წლის ბიუჯეტის პროექტი და ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის 2026-2029 წლის ოპერაციული გეგმები; WSIS+20-ის შედეგები და მიღწევები; ITU-ს ახალი სამოქმედო გეგმა გლობალური ციფრული კომპაქტის (Global Digital Compact) განხორციელებისთვის; ITU-ს როლი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში და სხვა.

ამასთან, ეკატერინე იმედაძემ მონაწილეობა მიიღო ციფრული მარეგულირებლების ქსელის (DRN) შეხვედრებში, სადაც ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) წარმომადგენელია.

ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის საბჭო შედგება ITU-ს წევრი 48 სახელმწიფოსგან და მიზნად ტელეკომუნიკაციების სფეროში ერთობლივი პოლიტიკის შექმნას ისახავს. ღონისძიებაში კომუნიკაციების კომისიის, როგორც დამკვირვებლის სტატუსის მქონე წევრის მონაწილეობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ITU-ს საბჭოში საქართველოს აქტიური ჩართულობისა და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვისათვის.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები