წვდომის მენიუ

ოქტომბერი 29, 2025 10:33

ComCom-მა ბაღდათში 450-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარა და 450-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

ბაღდათში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: დიმი, ხანი, ქვედა ზეგანი, როხი, საიმედო, საკრაულა, ვარციხე და ზედა ზეგანი. დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48. მუნიციპალიტეტში პროგრამა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები