წვდომის მენიუ

მაისი 02, 2025 11:09

ComCom-მა „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა.  2025 წლის მარტში, ComCom-მა ჩაატარა არხის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, რის შედეგადაც, გამოვლინდა პროდუქტის განთავსების წესის დარღვევა. კერძოდ, შპს „ბი ემ ჯი“-ს პროგრამაში  პროდუქტის განთავსება ისე მოხდა, რომ ეს მკაფიოდ არ იყო იდენტიფიცირებული და მაუწყებელმა არ მოახდინა მაყურებლის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სახის კომერციული კომუნიკაცია გადიოდა ეთერში. გარდა ამისა, პროგრამაში პროდუქტის განთავსებამ გავლენა მოახდინა პროგრამის შინაარსზე და პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭა.

ვინაიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტელეკომპანია „ბი ემ ჯი“-ს პროდუქტის განთავსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

შეგახსენებთ, რომ პროდუქტის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. ამასთან, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ.  აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის განთავსებისას მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები, რათა ერთი მხრივ, არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები