ოქტომბერი 13, 2023 10:32

ComCom-მა BTU-ს სტუდენტებისთვის 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 5G-ის, მისი უპირატესობებისა და განმასხვავებელი ნიშნების შესახებ. ლექციაზე ასევე მიმოხილული იყო ამ მიმართულებით მსოფლიოში არსებული ტენდენციები, საქართველოს პერსპექტივები და კომუნიკაციების კომისიის მიერ, ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიზნით განხორციელებული სამუშაოები.

თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ComCom-ის საჯარო ლექციები, საქართველოს 5 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალში, სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები