წვდომის მენიუ

დეკემბერი 04, 2025 11:25

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 15 სოფლის მოსახლეობას უფასოდ გადაამზადებს. ComCom-ის წარმომადგენლები მარტვილში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდნენ და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მარტვილში სამიზნე დასახლებებია: დიდი ჭყონი, დობერაზენი, მეორე გურძემი, მეორე კიწია, მესამე ბალდა, ნაჯახავო, ნახუნავო, ნოღა, ოჩე, პატარა ჟინოთა, საბერულავო, სკურდი, თარგამეული, წინაკვერკვე და ვახა. აღნიშნული დასახლებებიდან 14 წელს ზემოთ პირებს შეეძლებათ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლონ ცნობიერება და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. სემინარების გავლის შემდეგ ბენეფიციარები სერტიფიკატებს მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის მიღებისა და სემინარებზე დასწრების მსურველებმა პროგრამის ციფრულ ელჩს უნდა მიმართონ ნომერზე: 555 74 28 48.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები