წვდომის მენიუ

იანვარი 15, 2026 16:00

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ჯი-დი-ეს თი-ვი“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. კერძოდ, ComCom-ის მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუწყებელმა 2025 წლის 29 ნოემბერს 12:15 სთ-ზე ეთერში განათავსა მხატვრული ფილმი „80 დღე მსოფლიოს გარშემო“, 30 ნოემბერს, 21:32 სთ-ზე მხატვრული ფილმი - „სტაჟირება“, ხოლო 1 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე სერიალი - „ექიმი ჰაუსი“ - მოქმედი მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე.

კანონმდებლობის მიხედვით, ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით. მასვე შეუძლია ეს უფლება სხვა პირს გადასცეს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს ნაწარმოების გამოყენების პირობებს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ ყოფილა გამოყენებული, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები