ოქტომბერი 24, 2023 15:23

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისთვის, 160-ზე მეტ სკოლის დირექტორთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც, 160-ზე მეტი სკოლის დირექტორი და რესურს ცენტრის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრებზე ჩატარდა პრეზენტაცია მედიაწიგნიერების საგნის და იმ საგანმანათლებლო რესურსების შესახებ, რომლებიც “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

პროექტი “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება”, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც, მოზარდები მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერებას აიმაღლებენ. სწორედ ამ მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ 2023 წელს საქართველოს მასშტაბით 600 პედაგოგი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა.

შეგახსენებთ, რომ ComCom-მა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვით,  TPDC-ის “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები, დამატებით 1000 მასწავლებლის შემდგომი გადამზადების მიზნით გადასცა. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები