ივნისი 26, 2023 11:36

ComCom-მა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 5G-ის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან 5G ტექნოლოგიის შესახებ, საჯარო ლექცია ჩაატარა.

შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ, სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა განასხვავებს 5G ტექნოლოგიას უკვე დანერგილი ტექნოლოგიებისგან, ასევე, რა პერსპექტივები აქვს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მეხუთე თაობის ინტერნეტს. გარდა ამისა,  ლექციაზე მონაწილეები გაეცნენ იმ პროცესებსა და სამუშაოებს, რომლებიც ComCom-მა ქვეყანაში 5G ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით განახორციელა.

ახალი ტექნოლოგიების პერსპექტივებისა და განვითარების შესახებ,  კომუნიკაციების კომისიის საჯარო ლექციები, მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც ჩატარდება.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები