ივლისი 27, 2023 15:21

ComCom-მა “რადიო ჰოლდინგ ფორტუნა” სპონსორობის წესის დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ “რადიო ჰოლდინგ ფორტუნა” სპონსორობის წესების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის მაისში, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რადიო “ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსისა” და “ავტორადიოს” ეთერში გასულ გადაცემებში, დარღვევები გამოვლინდა.

კერძოდ, დაირღვა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი და კომუნიკაციების კომისიის მიერ დამტკიცებული “სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები”, რომელთა მიხედვით, სპონსორზე მითითებისას აკრძალულია მის სპეციალურ მახასიათებლებზე ხაზგასმა, სარეკლამო შეტყობინების გაკეთება და პროდუქტის შეძენისა თუ მოხმარებისკენ მოწოდება ან/და წაქეზება.

გამომდინარე იქედან, რომ “რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” ბოლო ერთი წლის განმავლობაში სპონსორობის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, ComCom-მა მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები