წვდომის მენიუ

ნოემბერი 06, 2025 15:14

ComCom-მა სამცხე-ჯავახეთის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მედიაწიგნერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მედიაწიგნიერების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მედიაწიგნიერების მნიშვნელობა და მისი როლი თანამედროვე სამყაროში; დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის მახასიათებლები, ასევე, მათი შექმნისა თუ გავრცელების მიზნები და ეტაპები; დეზინფორმაციის და მანიპულაციური კომუნიკაციის ხერხები; პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები და მათი მახასიათებლები; AI და „Deepfake” ყალბი ინფორმაციის შექმნის  კონტექსტში, ასევე, ინფორმაციის გადამოწმების საკვანძო ეტაპები.

შეხვედრა თეორიული ნაწილის გარდა, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ გუნდურ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.

კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანო, პარტნიორ უნივერსიტეტებთან სემინარების სერიას მომავალშიც გააგრძელებს.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები