წვდომის მენიუ

მარტი 19, 2025 10:35

ComCom-მა სენაკის მერის წარმომადგენლებთან „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასთან პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც სენაკის მერის მოადგილეები და სამიზნე სოფლების/ადმინისტრაციული ერთეულების მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში სენაკის სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებს შეეძლებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. სემინარები ასევე ითვალისწინებს სერტიფიკატს. სენაკში პროგრამის სამიზნე სოფლებია: ბეთლემი,  ისულა, ლებაღათურე,  ლეძაძამე,  ლეგოგიე-ნასაჯუ, მოხაში, ფოცხო, საოდიშარიო,  სატყებუჩავო, შრომისკარი, შუა ხორში, ციზეთი, უშაფათი და  ზანა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 557 70 72 74.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 7200-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება