ნოემბერი 24, 2023 10:22

ComCom-მა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედია გარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია “მედია გარემო და მედიის რეგულირება” ჩატარდა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

ლექციას ComCom-ის წევრი, ივანე მახარაძე გაუძღვა და მონაწილეებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის განმავლობაში,  სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.

მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები