ComCom-მა „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ წინასაარჩევნო დებატების განუთავსებლობისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნო დებატების ეთერში განუთავსებლობისთვის წერილობით გააფრთხილა.
„ტელეიმედმა“ კომუნიკაციების კომისიასთან განმარტა, რომ პოლიტიკური დებატების ჩატარება მათი შეფასებით შეუძლებელი იყო და სტუმრები არ მოიწვიეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მაუწყებლის მიმართ არსებული სიძულვილის ენისა და მიზანმიმართული აგრესიის გამო. „სტუდია მაესტროს“ განმარტებით კი, ტელევიზიამ ტექნიკური და ადამიანური რესურსის უქნოლობის გამო ვერ შეძლო დებატების გამართვა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, მაუწყებელი ვალდებულია მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა.
გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლები ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის არ დასანქცირებულან, კომუნიკაციების კომისიამ ისინი კანონის შესაბამისად, წერილობით გააფრთხილა.
