მარტი 30, 2023 12:02

ComCom-მა ხელვაჩაურში 450-მდე ადგილობრივს ინტერნეტის გამოყენება ასწავლა

კომუნიკაციების კომისიამ  ხელვაჩაურში, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზემო ჯოჭოდან, ქვემო ჯოჭოდან, ზანაქიძეებიდან, ოთაბათუმიდან, მასაურადან, თხილნარიდან და ყოროლისთავიდან დამატებით 150-მდე ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ინფორმაციის მოძიებას, ელ-ფოსტის გამოყენებას, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობას, ადგილმდებარეობის გაზიარებასა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას სწავლობენ, ხელვაჩაურში 13 თებერვალს დაიწყო და უკვე  450-მდე გადამზადებული ბენეფიციარი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები